Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დაიწყო სუპერთასის ბილეთების გაყიდვა


Biletebi.ge-მ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, 9 საათიდან დაიწყო. 30 ივნისს ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 24 000 ბილეთის გაყიდვა იგეგმება, 1 ივლისს კი ბილეთებს 6 000 უცხოელი შეიძენს. იმისათვის რომ საიტი არ გადაიტვირთოს, წუთში 50 ადამიანის შესვლა იქნება შესაძლებელი, ბილეთების გაყიდვა რიგითობის მიხედვით ხდება. ერთ ადამიანს ოთხი ბილეთის შეძენის უფლება აქვს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა იმედოვნებს, რომ პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართება. უეფას სუპერთასი თბილისში, „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს „ჩემპიონთა ლიგის“ გამარჯვებული „ბარსელონა“ და ევროპის ლიგის გამარჯვებული „სევილია“ შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG