Accessibility links

logo-print

ერთი კვირით გახანგრძლივდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება


ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ 7 ივლისამდე გადაიტანეს ბოლო ვადა, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების გასაფორმებლად. ირანმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და აშშ-მა ეს გადაწყვეტილება მიიღეს 30 ივნისს, როცა ახლოვდებოდა მანამდე დაწესებული ბოლო ვადა, მაგრამ ვენაში შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო მიღწეული. მოლაპარაკების მონაწილეები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც თეირანი შეზღუდავს თავის ატომურ პროგრამას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მოლაპარაკებაში, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამად ჯავად ზარიფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. „კვლავ რჩება კითხვები, ძირითადად პროცედურულ საკითხებზე და არა ტექნიკურზე“, განაცხადა ლავროვმა კერისთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა - გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შედეგი მოახლოვებულიაო. თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეთანხმებიდან გავა, თუ პირობებს დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნევს. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას სურს თეირანმა შეზღუდოს ბირთვული პროგრამა, რომელიც, დასავლეთის შიშით, შესაძლოა ატომური იარაღის შექმნას ემსახურებოდეს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG