Accessibility links

logo-print

რუსეთი ბოიკოტს უცხადებს ფინეთში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას


რუსეთი ბოიკოტს უცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც მომავალ კვირაში ფინეთში გაიმართება. მიზეზია ფინეთის განცხადება, რომ თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინსა და კიდევ ხუთ რუს დელეგატს. ფინეთმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად 1 ივლისს დაასახელა ევროკავშირის სანქციები და ვიზებზე უარი, რომელიც ამ ექვს რუს დეპუტატზე ვრცელდება. კრემლმა ჰელსინკის გადაწყვეტილება დაგმო, როგორც „მიუღებელი“, ხოლო ნარიშკინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი არ გააგზავნის თავისი 15-კაციანი დელეგაციის არც ერთ წევრს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 5-9 ივლისის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG