Accessibility links

logo-print

პოროშენკომ წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეგიონების უფლებამოსილების გაზრდას. პროექტი, რომელსაც 1 ივლისს მოგვიანებით გაეცნობა პარლამენტი, ზღუდავს რეგიონებში პრეზიდენტის ძალაუფლებას და მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რათა მათ განსაზღვრონ, როგორ დაიხარჯება საგადასახადო შემოსავლები. მაგრამ პროექტი არ ითვალისწინებს ნახევრადავტონომიური ტერიტორიული წარმონაქმნების არსებობას აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებისათვის, რომლებსაც რუსეთის მომხრე მეამბოხეები აკონტროლებენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მოხსენიებულია მხოლოდ არსებული კანონი, რომელიც სეპარატისტებს ანიჭებს ნაწილობრივ თვითმმართველობას გარდამავალ, სამწლიან პერიოდში. უკრაინის ტელევიზიით ნაჩვენები გამოსვლისას, პოროშენკომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები რეგიონებს მისცემს ბევრ უფლებასა და ფინანსურ რესრურსებს, რომლებიც ახლა პრეზიდენტისა და მთავრობის ხელშია.

XS
SM
MD
LG