Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს ავიაიერიშის შედეგად


კოალიციის მიერ მოწყობილი ავიაიერიშის შედეგად მოკლულია ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც „თვითმკვლელ მოიერიშეთა ამირას“ სახელით არის ცნობილი. ის ქირაობდა უცხოელ მეომრებს ერაყსა და სირიაში თვითმკვლელთა მიერ აფეთქებების მოსაწყობად. აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა 2 ივლისს განაცხადა, რომ ტუნისელი ტაჰარ ალ-ავნი ალ-ჰარზი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი მეომარი მოკლეს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული ავიაიერიშის დროს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. პენტაგონის წარმომადგენლის - კაპიტან ჯეფ დევისის თანახმად, ჰარზი 16 ივნისს მოკლეს სირიაში, შადადიში. კაპიტან დევისის ინფორმაციით, ჰარზი პასუხისმგებელი იყო ლიბიიდან სირიაში იარაღისა და მეომართა ტრანზიტზე და ხელს უწყობდა უცხოელი მეომრების გადაყვანას სირია-ერაყის საზღვარზე. ჯეფ დევისის შეფასებით, ჰარზის სიკვდილის შეასუსტებს „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობებს უცხოელი მეომრების გადაადგილების კუთხით.

XS
SM
MD
LG