Accessibility links

logo-print

ვაზიანის ბაზაზე გაიმართა სამხედროთა ავღანეთში გაცილების ცერემონია


ვაზიანის ბაზაზე გაიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია. ნაკრები ასეულის პირად შემადგენლობას მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. „ავღანეთში ქართველი მეომრების საქმიანობა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც უყურებს და აფასებს მთელი მსოფლიო“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი შეფასებით, თუ საქართველოს მსოფლიოში პატივს სცემენ, თუ საქართველო ამაყად დადის ნატოს დერეფნებში და მისთვის კარი ყველგან ღიაა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს თავისი ჯარისკაცებით და კარგად იცის ფასი, რომელსაც სამშობლოს უხდიან სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახები. „ჩვენ ნაწილი ვართ იმ კეთილი ნების სახელმწიფოებისა, რომლებზეც დღეს დგას მსოფლიო ცივილიზაცია“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მან ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით და ჯანმრთელად დაბრუნება უსურვა.

XS
SM
MD
LG