Accessibility links

logo-print

ციპრასი ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდებს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა, რომლის ქვეყანაც ევროზონაში დარჩენას ცდილობს, ევროკავშირს ერთიანობისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ციპრასმა განაცხადა: „მოდი, არ დავუშვათ ევროპის დანაწევრება“. საბერძნეთმა ხუთშაბათის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს ახალი წინადადებები კრედიტორებთან შეთანხმების მისაღწევად. კვირას კი ევროკავშირის სამიტი ჩატარდება. ციპრასმა განაცხადა, რომ წინადადებები დამუშავების პროცესშია, თუმცა დეტალებზე არ ულაპარაკია. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით მისი მთავრობა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლებს ვალდებულებების შესრულებას საბერძნეთისა და ევროზონის ინტერესებიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG