Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერი რეფორმებისაკენ მოუწოდებს ბოსნია-ჰერცეგოვინას


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუწოდა, დაიწყო სოციალური და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას და დააჩქარებდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მერკელი 9 ივლისს შეხვდა ბოსნიის ლიდერებს სარაევოში, რომელსაც ეწვია ბალკანეთის ტურნეს ფარგლებში, ალბანეთსა და სერბიაში ვიზიტების შემდეგ. მერკელის თქმით, გერმანია მხარს უჭერს „რეგიონის ყველა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“. ბოსნია მიჩნეულია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად, უმუშევრობის 40%-ანი მაჩვენებლით.

XS
SM
MD
LG