Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში უფასო ტანსაცმლის დარიგებისას ჭყლეტაში 17 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა უფასო ტანსაცმლის დარიგებისას ჭყლეტაში ბანგლადეშის ქალაქ მიმენსინგჰში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი თამბაქოს ფაბრიკის მფლობელმა გამოთქვა ინიციატივა, ღარიბი მოსახლეობისათვის ტანსაცმელი დაერიგებინა. შედეგად ფაბრიკასთან ასობით ადამიანი მივიდა. ამ დროისათვის დაპატიმრებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ფაბრიკის მფლობელი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. რამადანის თვეში მდიდარი ბანგლადეშელები ხშირად ურიგებენ ღარიბ მოსახლეობას ტანსაცმელს.

XS
SM
MD
LG