Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას საბერძნეთის კრიზისზე


მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ევროზონის ლიდერებმა მიაღწიეს „ერთსულოვან“ შეთანხმებას საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ლიდერები „პრინციპულად“ შეთანხმდნენ ფინანსური დახმარების გაწევაზე, „რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს საბერძნეთისთვის დახმარების გაგრძელებას“. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ „მძიმე ბრძოლის“ შედეგად, საბერძნეთმა მოიპოვა 35 მილიარდი ევროს „ზრდის პაკეტი“ და ვალის რესტრუქტურიზაცია. საბერძნეთმა კი ოთხშაბათამდე უნდა დაამტკიცოს რეფორმები, რომლებსაც მისგან ევროზონის ქვეყნები მოითხოვენ. „“გრეგზიტი“ არ იქნება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

XS
SM
MD
LG