Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 20 ივლისს ეწვევა ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი, დონალდ ტუსკი


საქართველოს 20 ივლისს ესტუმრება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტუსკი და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტუსკი შეხვდება აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. ცნობების თანახმად, საქართველოში დონალდ ტუსკის ვიზიტი, გეგმით, 14 ივლისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.

XS
SM
MD
LG