Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში პატივს მიაგებენ ბოინგ 777-ის დაღუპულ მგზავრებს


გასული წლის 17 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულებს მიაგებენ პატივს ავსტრალიაში. ამ ტრაგედიას ერთი წლის წინ ავსტრალიის 38 მოქალაქე ემსხვერპლა. დასავლეთის ქვეყნები თვლიან, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებული იყო იმ სარაკეტო დანადგარით, რომელიც რუსეთმა მიაწოდა უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულ შეიარაღებულ ფორმირებებს. რუსეთი ამ მოსაზრებას უარყოფს. თვითმფრინავის ჩამოვარდნას გასული წლის 17 ივლისს 277 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG