Accessibility links

logo-print

კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ დონეცკზე იერიშში


უკრაინელი სამხედროები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის აღმოსავლეთში, ერთმანეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის ცენტრზე იერიშში. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თებერვლის შეთანხმების შემდეგ ეს იყო პირველი ასეთი იერიში დონეცკის ცენტრალურ ნაწილზე. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა სახლები, რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. უკრაინის არმიის წარმომადგენელმა სერჰი გალუშკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გადაიტაცეს სეპარატისტების რადიო-სიგნალი, რომელიც აგრეთვე ადასტურებს, რომ სეპარატისტები გეგმავდნენ დონეცკის მიმართულებით ცეცხლის გახსნას. სეპარატისტები უარყოფენ ბრალდებას. კიევის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა ერთი სამხედრო და დაიჭრა 7.

XS
SM
MD
LG