Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე


საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი. ის თბილისს 16 საათისთვის ეწვევა და პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართავს. დონალდ ტუსკის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირ საუბრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ევროკავშირის და საქართველოს დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი პრესკონფერენციაც. ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. 21 ივლისს დონალდ ტუსკი და გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით მიმართავენ საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტს, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისია უნდა შეასრულოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

XS
SM
MD
LG