Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში ისევ გაიხსნა კუბის საელჩო


ვაშინგტონში ისევ გაიხსნა კუბის საელჩო. ბოლოხანს რესტავრირებულ შენობაზე კუბის დროშის აღმართვით აღინიშნა ამ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების განახლება, მათი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეწყვეტის შემდეგ. კუბის დროშა აფრიალდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთანაც, სადაც აღმართულია ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ყველა დანარჩენი ქვეყნის დროშებიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აპირებს 14 აგვისტოს ეწვიოს კუბას და ჰავანაში დროშა აღმართოს შეერთებული შტატების საელჩოზე, რომლის შენობაც ასევე ბოლოხანს იქნა რესტავრირებული. აშშ-მა 1961 წელს შეწყვიტა კუბასთან ურთიერთობა და ცოტა ხანში ამ ქვეყანას დაუწესა ეკონომიკური სანქციები, რომლებიც კვლავაც ძალაში რჩება.

XS
SM
MD
LG