Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უკრაინელ კინორეჟისორს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ


სამხრეთ რუსეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო სასამართლოში უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვისა და მასთან ერთად უკრაინის კიდევ სამი მოქალაქის სასამართლო პროცესი დაიწყო. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებაში, ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ფლობაში. წინასწარი გამოძიებით ოლეგ სენცოვი, ოლექსანდრ კოლჩენკო, ოლექსეი ჩერნი და გენადი აფანასიევი 2014 წლის მაისში ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს ოცწლიანი პატიმრობა ელოდებათ. „რაც გინდათ ის იგულისხმეთ, მაგრამ მე არ ვთვლი ამ სასამართლოს სასამართლოდ“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე უკრაინელმა კინორეჟისორმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG