Accessibility links

logo-print

კერი სენატორებს მოუწოდებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მხარდაჭერისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამერიკელ კანონმდებლებს აფრთხილებს, რომ, თუ მხარს არ დაუჭერენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვენაში მიღწეულ შეთანხმებას, ეს მწვანე შუქს აუნთებს ირანში ბირთვული იარაღის შექმნისაკენ მიმართული ძალისხმევის დაჩქარებას. კერიმ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრა 23 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას. მისი თქმით, თუ კონგრესი“ ცალმხრივი წესით“ უარყოფს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას, ამით ვაშინგტონი უარს იტყვის ყველა შეზღუდვაზე, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას დაუწესეს მიმდინარე თვეში ვენაში მოლაპარაკების მონაწილეებმა. „სიმართლე ის არის, რომ ვენის გეგმით მივიღებთ უფრო ძლიერ, უფრო მრავალმხრივ, უფრო გამძლე ინსტრუმენტებს ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად, ვიდრე ნებისმიერი ალტერნატივით, რომელზეც აქამდე ყოფილა საუბარი", - განაცხადა ჯონ კერიმ. სენატის კომიტეტში მისი გამოსვლის ფონია შეშფოთება, რომელსაც ვაშინგტონში გამოთქვამენ, რომ ირანმა შესაძლოა, თავიდან აიცილოს თავისი ბირთვული ობიექტების შემოწმება უცხოელი ექსპერტების მიერ და სანქციების გაუქმების შემთხვევაში მიღებული მილიარდობით დოლარი მოახმაროს ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას.

XS
SM
MD
LG