Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნორმანდიის ოთხეულმა“ განიხილა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება


ეგრეთ წოდებულ ნორმანდიის ფორმატში გაერთიანებული ქვეყნების - უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დასტაბილურების მიზნით სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ იტყობინება კრემლისა და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ოფიციალური საიტები. ეს ბოლო ერთ კვირაში გამართული მეორე სატელეფონო საუბარია. პირველი საუბარი 17 ივლისს შედგა. რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა განიხილეს მინსკის შეთანხმება და ასევე მოსკოვის, კიევის, ეუთოსა და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების შეხვედრის შედეგები. როგორც პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებისას ხაზი გაუსვა დონბასში სიტუაციის გაუარესებას, კონკრეტულად კი მებრძოლთა მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტების მატებას. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ დაუშვებელია პრორუსი შეიარაღებული ფორმირებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ჩატარება, რომელიც 18 ოქტომბერსა და 1 ნოემბერსაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG