Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი მიესალმება თურქეთის ნაბიჯებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


თეთრი სახლი 26 ივლისს მიესალმა თურქეთის „გაძლიერებულ ძალისხმევას“ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამ შინაარსის განცხადება ნაირობიში, პრეს-კონფერენციაზე გააკეთა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კენიაში ვიზიტის დროს. განცხადებამდე ერთი დღით ადრე თურქეთმა საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, ისევე როგორც ქურთთა ექსტრემისტული ჯგუფების პოზიციებზე ჩრდილოეთ ერაყში. ანკარას არ გაუვრცელებია ოპერაციის დეტალები, თუმცა ითქვა, რომ საჰაერო ძალებმა მიზანში ამოიღეს აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის თავშესაფრები და საწყობები. თურქეთის არმიამ ქურთთა და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ცეცხლი საზღვრიდანაც გაუხსნა. 25 ივლისს, გვიან საღამოს, სავარაუდოდ ქურთმა მეამბოხეებმა დანაღმული მანქანა ააფეთქეს მაშინ, როცა თურქეთის სამხედრო მანქანამ ჩაიარა. თავდასხმას, რომელიც ძირითადად ქურთებით დასახლებულ, დიარბაკირის პროვინციაში მოხდა, ემსხვერპლა ორი სამხედრო, დაიჭრა ოთხი.

XS
SM
MD
LG