Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა აჭარაში მდებარე სამხედრო ბაზები


თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ აჭარაში მდებარე სამხედრო ბაზები დაათვალიერა. თავდაცვის მინისტრმა ჯერ სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი მოინახულა, შემდეგ მებრძოლ მყვინთავთა კურსის ინსტრუქტორებსა და კურსანტებს შეხვდა და კურსის მიმდინარეობას დაესწრო. ამ მიზნით, თინა ხიდაშელი ჟურნალისტებსა და ჯარისკაცებთან ერთად გონიოს სამხედრო ბაზაზე, შავი ზღვისა და მდინარე ჭოროხის შესართავიდან ჯერ ნავებით, შემდეგ კი კატერებით გაემგზავრა: "აჭარაში დისლოცირებული ჩვენი რამდენიმე ბაზა მოვინახულე. აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტი დანაკარგი შეიარაღებული ძალების ამ ნაწილს ჰქონდა. აჭარაში ჩემი ჩამოსვლის და ყველა წერტილის მონახულების მიზანი იყო სწორედ ის, რომ 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის წინ ზუსტად ვიცოდეთ, სად არის პრობლემები და მოვახდინოთ მისი იდენტიფიცრება, რათა შევძლოთ ხარჯების ეფექტურად დაგეგმვა“, - თქვა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG