Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი აღაშფოთა „უპასუხისმგებლოდ შესრულებულმა“ სამშენებლო ტენდერებმა


თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ჟურნალისტთა მცირე ჯგუფთან ერთად განაგრძობს დასავლეთ საქართველოში განლაგებული სამხედრო ბაზების დათვალიერებას, - აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ შეიარაღებული ძალებისთვის აშენებული ობიექტების ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი უხარისხოდაა შესრულებული. მინისტრმა მოუწოდა, ყველა ბიზნესმენს და კომპანიას, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობს, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, რომელსაც იღებენ. „წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, რომ ერთის მხრივ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა გამოვიყენოთ, რათა ზარალი ანაზღაურდეს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რაზეც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. მეორე მხრივ კი, ამ კომპანიებთან დაკავშირებით შევეცდებით, გავატაროთ სანქციები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG