Accessibility links

რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს


გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის დაღუპვას ეხება. დოკუმენტს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან სამმა დაუჭირა მხარი. ხოლო არამუდმივი 15 წევრიდან, თერთმეტმა. კენჭისყრისას თავი შეიკავა ჩინეთმა, ვენესუელამ და ანგოლამ. მანამდე, ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ გამოვიდა ტრიბუნალის შექმნის იდეის წინააღმდეგ. სატელეფონო საუბარში ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრთან მარკ რიუტესთან პუტინმა ამ ინიციატივას არადროული უწოდა. რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა მალაიზიამ, ნიდერლანდმა, ავსტრალიამ, ბელგიამ და უკრაინამ. ეს ქვეყნები თვლიან, რომ ბოინგის ტრაგედია საფრთეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და მისი გამომწვევი მიზეზები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ინიციატივის მომხრეები თლიან, რომ ტრიბუნალს შეუძლია უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი. მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა. საერთაშორისო გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ის აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის თავზე, სავარაუდოდ, პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. რუსეთი ბოინგის ჩამოგდებასთან კავშირს უარყოფს და მომხდარში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს. ბოინგზე მყოფი ყველა, 298 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG