Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის, საუდის არაბეთისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ლიდერები შეხვედრას გამართავენ


კრემლის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2-3 აგვისტოს კატარში ვიზიტისას შეხვდება აშშ-ისა და საუდის არაბეთის საგარეო უწყებათა ლიდერებს, ჯონ კერისა და ადელ ალ-ჯუბეირს. ლავროვი აპირებს აგრეთვე კატარის ამირასთან და კატარელ კოლეგასთან შეხვედრას. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკების მთავარი თემები იქნება სამშვიდობო ზომები სირიასთან, იემენთან და ლიბიასთან მიმართებით, ისევე როგორც თანამშრომლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და სტაბილურობა სპარსეთის ყურის რეგიონში.

XS
SM
MD
LG