Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაბარდო-ბალყარეთში მოკლეს ექვსი ექსტრემისტი


რუსეთის მთავრობის განცხადებით, უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა ექვსი ექსტრემისტი მოკლეს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში წუხელ ექსტრემისტები ნალჩიკში მდებარე ერთ-ერთ სახლში მოაქციეს ალყაში. ორი კვირის წინ ექვსი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს ნალჩიკში ჩატარებული სხვა სპეცოპერაციისას. რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონში ხშირია თავდასხმები და შეტაკებები უშიშროების ძალებსა და ისლამისტური წინააღმდეგობის წარმომადგენლებს შორის. წინააღმდეგობა სათავეს იღებს პოსტ-საბჭოთა პერიოდში ჩეჩნეთში მომხდარი ორი ომიდან.

XS
SM
MD
LG