Accessibility links

logo-print

მომზადდა ახალი ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მეორე ყოველკვარტალური ანგარიში – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ანგარიში 2015 წლის აპრილი-ივნისის პერიოდს ასახავს. დოკუმენტი მომზადდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით და ის ღია და საჯარო წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ანგარიში ინგლისურ ენაზეა მომზადებული დამისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რათა გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობისრეაგირება – დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების წამებასა და არასათანადოდ მოპყრობაში თუ უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. ამავე წყაროს თანახმად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

XS
SM
MD
LG