Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის განცხადებით ეფექტიანი ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მალე დაიწყება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით თურქეთი მალე დაიწყებს ეფექტიან ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩავუშოღლუმ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის უპილოტო მფრინავი აპარატები და თვითმფრინავები სირიის საზღვართან მდებარე თურქეთის აეროდრომზე უკვე განთავსდა. ჩავუშოღლუს თქმით „მალე აშშ და თურქეთი ერთობლივ ბრძოლას დაიწყებენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“ და როდესაც ეფექტიანი ბრძოლები დაიწყება, „სირიის არაექსტრემისტულ ოპოზიციას გაუადვილდება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან დაპირისპირება“.

XS
SM
MD
LG