Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ვითარების განმუხტვას ცდილობენ


ცენტრალური აზიის რესპუბლიკებმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ოფიციალური პირები და სამხედროები გააგზავნეს რეგიონში, სადაც, მოსაზღვრე სოფლებში დაწყებული ორდღიანი ძალადობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი ქვეყნის წარმომადგენლები ახლა ცდილობენ არ დაუშვან ძალადობის ესკალაცია. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის წარგზავნილებმა განაცხადეს, რომ საჭიროა საზღვრების უკეთესი დემარკაცია. უცნობია, რამდენად შეძლებს ეს ორდღიანი შეხვედრა წლების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობის განმუხტვას. ბოლო კონფლიქტი 3 აგვისტოს დაიწყო, როცა ტაჯიკური სოფლის მოსახლეობამ სასაფლაოსაკენ მიმავალი გზა დაუბლოკა ყირგიზული სოფლის მკვიდრთ. საპასუხოდ ყირგიზებმა წყალი გადაუკეტეს ტაჯიკების სოფელს. საზღვართან თავი მოიყარა 200-მდე ადამიანმა და ერთმანეთს ქვების სროლა დაუწყო. 4 აგვისტოს ბრბო 500-ს კაცამდე გაიზარდა. ქვების სროლის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი ორივე მხარეს. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად, ტაჯიკი ოფიციალური პირების განცხადებით, დაიჭრა ტაჯიკეთის ექვსი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG