Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


პოლონეთის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ინაუგურაცია გაიმართა. „მე შევასრულებ წინასაარჩევნო დაპირებას, რადგან მტკიცე და მორწმუნე ადამიანი ვარ“, - განაცხადა ფიცის სიტყვაში პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა აპირებს დაწიოს საპენსიო ასაკი, გაზარდოს საშემოსავლო თანხა, რომელიც არ დაიბეგრება, გააძლიეროს არმია და სამშობლოში დააბრუნოს ათასობით ემიგრანტი. ანჯეი დუდამ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი და ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც 1989 წელს პოლონეთში დაემხო კომუნისტური რეჟიმი.

XS
SM
MD
LG