Accessibility links

logo-print

უკრაინის დევნილი პრეზიდენტი კიევის პროკურატურაში დაიბარეს


დევნილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 11 აგვისტოს უკრაინის გენერალ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. დოკუმენტში, რომელიც საუწყებო გაზეთში გამოქვეყნდა, იანუკოვიჩმა პასუხები უნდა გასცეს „სისხლის სამართლის წარმოებით დადგენილი საგამოძიებო და პროცესუალური ქმედებების ფარგლებში.“ ადრე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იანუკოვიჩი მზადაა პროკურატურის შეკითხვებს უპასუხოს დისტანციური ვიდეოჩართვით, რაზეც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი თქვა. ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებას 2014 წლის თებერვალს ჩამოაშორეს, სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის სახელმწიფო ღალატის მუხლით. 27 ივლისს კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩის მიმართ საქმის დაუსწრებლად გამოძიების გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG