Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია ბიუჯეტის საკითხზე


საბერძნეთის მთავრობამ მომავალი სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ფორმირების საკითხზე კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია. ახალი გეგმა გულისხმობს მიმდინარე წლის ბოლოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მცირე დეფიციტს, რაც მომავალ წელს ასევე უმნიშვნელო ზრდით უნდა შეიცვალოს. ამავდროულად, ახალი შეთანხმება არ ითვალისწინებს ეკონომიის დამატებით ღონისძიებებს მიმდინარე და მომავალ წლებში. საბერძნეთი ფინანსური დახმარების ახალი ტრანშის მიღებას იმედოვნებს 86 მილიარდი ევროს ოდენობით. ქვეყანა დაინტერესებულია შეთანხმება დროულად შევიდეს ძალაში, რადგან ევროპის ცენტრალური ბანკისთვის ვალის ნაწილი 20 აგვისტოსთვის უნდა დაფაროს.

XS
SM
MD
LG