Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინძიო აბე: იაპონიამ განუზომელი ტანჯვა მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძიო აბემ 14 აგვისტოს, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის კაპიტულაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ „იაპონიამ განუზომელი ტანჯვა და ზარალი მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს“. იაპონიის ლიდერის თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის აგრესიითა და ძალის გამოყენებით საერთაშორისო დავების გადაჭრა. „ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი კოლონიურ მმართველობაზე და პატივი ვცეთ მსოფლიოში მცხოვრები ყველა ხალხის თვითგამორკვევის უფლებას“, - განაცხადა სინძიო აბემ.

XS
SM
MD
LG