Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს მოსკოვში ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო პირის ვიზიტს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი უარყოფს გასულ კვირაში მოსკოვში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მაღალჩინოსნის, გენერალ ქასემ სოლეიმანის ვიზიტის შესახებ აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. „მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია მისი ვიზიტის შესახებ’, - განაცხადა 14 აგვისტოს რიაბკოვმა და დასძინა, რომ რუსეთი გაკვირვებული, თუ რატომ აგრძელებს ვაშინგტონი ამის მტკიცებას, რაზეც მოსკოვმა უკვე გააკეთა განმარტება. აშშ-ში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოლეიმანის ვიზიტი მოსკოვში გაიმართა არა გასულ კვირაში, არამედ წინა თვეში. გენერალი ქასემ სოლეიმანი ირანის რევოლუციური გვარდიის საერთაშირისო ოპერაციების სარდალია და გაეროს მიერ შედგენილ იმ მოხელეთა ‘შავ სიაში“ შედის, რომლებსაც აკრძალული აქვთ საზღვარგარეთ გასვლა.

XS
SM
MD
LG