Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს გადაწყვეტილებით ოდესაში გაუქმდა ჰომოსექსუალთა თანასწორობის ფესტივალი


უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ აღარ გამართავენ თანასწორობის ფესტივალს, მას შემდეგ, რაც ღონისძიება ადგილობრივმა სასამართლომ აკრძალა. ოდესის პრაიდის ჯგუფის პრესმდივანმა, კირილ ბოდელანმა 15 აგვისტოს სააგენტო ფრანს-პრესს უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და არღვევს შეკრების თავისუფლების ჩვენს უფლებასო. მისი თქმით, პრაიდის ფესტივალის ნაცვლად ჯგუფი გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელიც მიეძღვნება ქალაქში ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიას. ფესტივალი 13 აგვისტოს დაბლოკა ადგილობრივმა სასამართლომ, იმ მოტივით, რომ მას შესაძლოა ძალადობა მოჰყოლოდა. ორი თვის წინ ულტრამემარჯვენე აქტივისტები კიევში დაესხნენ თავს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მოწოდებით გამართული, მცირერიცხოვანი აქციის მონაწილეებს. ოდესის რეგიონის გუბერნატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.

XS
SM
MD
LG