Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თურქეთიდან გაიტანს „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემას


აშშ აცხადებს, რომ ოქტომბერში, მისიის ვადის ამოწურვის მერე, თურქეთის სირიასთან საზღვრიდან გაიტანს „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემას. ვაშინგტონი და ანკარა 16 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ სისტემები, რომლებიც თურქეთში ნატოს მისიის ფარგლებში განლაგდა, აშშ-ში დაბრუნდება მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვისმოდერნიზების მიზნით, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ისინი შესაძლოა თურქეთში „ერთი კვირის ფარგლებში“ დააბრუნონ. აშშ-მა, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა ალიანსის წევრ თურქეთში 2013 წელს განათავსეს ჰაერი-ხმელეთის თავდაცვითი სისტემები, ომით მოცული სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე ნასროლი ჭურვების პასუხად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საზღვაო ხომალდები დარჩება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით, რათა დაეხმაროს თურქეთის თავდაცვას და ნატოს მისიებს.

XS
SM
MD
LG