Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი მიიღებს ფინანური დახმარების ახალი პაკეტის პირველ ტრანშს


ოთხშაბათს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი საბერძნეთისთვის მესამე ფინანსური დახმარების პაკეტის პირველი ტრანშის გამოყოფას. 20 აგვისტოს საბერძნეთი მიიღებს 23 მილიარდ ევროს, რაც ათენს საშუალებას მისცემს, დაფაროს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული კრედიტის მომსახურების თანხა თითქმის 3,5 მილიარდი ევროს ოდენობით. მანამდე საბერძნეთის დახმარების გადაწყვეტილება ევროზონის ქვეყნების პარლამენტებმაც მიიღეს.

XS
SM
MD
LG