Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პელოსი: წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა ლიდერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას საკმარისი მხარდამჭერი ჰყავს საიმისოდ, რომ შეაჩეროს ირანთან ბირთვული შეთანხმების ბლოკირებაზე მიმართული რესპუბლიკელების მცდელობა. რესპუბლიკელები დომინანტურ ძალას წარმოადგენენ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც - და ამ ეტაპზე ჩანს, რომ მათ 50 პროცენტიანი უმრავლესობა აქვთ, რაც საკმარისია ბირთვული შეთანხმების უარყოფისთვის. მაგრამ ობამა აცხადებს რომ მათ რეზოლუციას ვეტოს დაადებს, რის შემდეგაც კანონმდებლებს ორივე პალატაში ორი მესამედისგან შემდგარი უმრავლესობა დასჭირდებათ ვეტოს დასაძლევად. პელოსიმ 19 აგვისტოს განაცხადა, ობამას საკმარისი მხარდაჭერა აქვს თავისი გადაწყვეტილების გასატანადო, თუმცა ხმების კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG