Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჰოკეის ფედერაცია 80 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა


რუსეთის ჰოკეის ფედერაცია 80 ათასი შვეიცარული ფრანკით დაჯარიმდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ მოედნიდან რუსი ჰოკეისტების ვადაზე ადრე წასვლისათვის. ჩეხეთში გამართული ჩემპიონატის ბოლო მატჩში, 17 მაისს, კანადის ნაკრებთან ანგარიშით 1:6 დამარცხების შემდეგ, რუსი ჰოკეისტების უმრავლესობამ მოედანი დატოვა, როცა კანადის ეროვნული ჰიმნი ჟღერდა. რუსეთის ჰოკეის ფედერაცია აცხადებს, რომ სპორტსმენები დაიბნენ, რადგან კარი გაიღო, რაც მათ ჩათვალეს სიგნალად, რომ წასვლა შეეძლოთ. მაგრამ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარულმა საბჭომ კარის გაღება უმნიშნვნელო დეტალად მიიჩნია. საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსი ჰოკეისტების წასვლა იყო არა გაუგებრობის შედეგი, არამედ, სავარაუდოდ, რეაქცია გუნდის კაპიტნის, ილია კოვალჩუკის მინიშნებაზე, რომ ჰოკეისტები მოედნიდან წასულიყვნენ ვერცხლის მედლების მიღების შემდეგ. რუსეთის ჰოკეის ფედერაციას შვიდი დღე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

XS
SM
MD
LG