Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის მონაწილეებს წარუდგინა საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი


საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს აქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საქართველოს დაეხმარება აწარმოოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან მეტად დაკავშირებული საგარეო პოლიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი გზავნილია და ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იმავდროულად ვიცე-პრემიერიცაა.

XS
SM
MD
LG