Accessibility links

logo-print

ამბასადორიალის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე


თბილისში მიმდინარეობს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ამბასადორიალი - 2015“. მის გახსნას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ამბასადორიალის მონაწილეები საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, დიპლომატიური სამსახურის საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

XS
SM
MD
LG