Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში მიგრანტთა კრიზისის გადასაჭრელად მოლაპარაკებები იმართება


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 4 სექტემბერს შეხვედრას გამართავენ ლუქსემბურგში, სადაც მთავარი საკითხი იქნება მიგრანტთა კრიზისის გადაჭრა, იმავე საკითხზე პარალელურად „ვიშეგრადის ჯგუფის“ ქვეყნების პრემიერ-მინისტრები საგანგებო სამიტს გამართავენ პრაღაში. აღნიშნული შეხვედრების ფონია ორდღიანი დაპირისპირება პოლიციასაა ლტოლვილებს შორის უნგრეთში, სადაც პოლიცია უფლებას არ აძლევს მიგრანტებს მატარებლით გაემგზავრონ ავსტრიისკენ. 3 სექტემბერს უნგრეთის პოლიციამ იმედი ჩაუსახა მიგრანტებს, რომ ბუდაპეშტიდან მათ მატარებელი ავსტრიის საზღვარებად ჩაიყვანდა, მაგრამ შემდეგ პოლიციამ ძალადობით შეყარა ისინი ლტოლვილთა ბანაკში. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კონფლიქტური ქვეყნებიდან დაახლოებით 350 ათასმა მიგრანტმა მიაღწია ევროპის საზღვარს ნავების საშუალებით. საფრანგეთი და გერმანია გამოდიან ინიციატივით, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი გარკვეული კვოტის პრინციპზე, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ შეიფაროს, ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთი) ქვეყნები კი ეწინააღმდეგებიან ასეთი კვოტის დაწესებას.

XS
SM
MD
LG