Accessibility links

შაბათს მიუნხენის სარკინიგზო სადგურზე 450-მდე არალეგალური მიგრანტი ჩავიდა ავსტრიიდან


შაბათს მიუნხენის სარკინიგზო სადგურზე 450-მდე არალეგალური მიგრანტი ჩავიდა ავსტრიიდან. ავსტრიის პოლიციის ცნობით, მათ უახლოეს სამიგრაციო ცენტრში გააგზავნიან. რეიტერის ცნობით, დღეს ავსტრიიდან გერმანიაში ხუთიდან ათი ათასამდე ლტოლვილს ელოდებიან ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან. შაბათს დილით ავსტრიაში ოთხი ათასი მიგრანტი ჩავიდა უნგრეთიდან. პარასკევს უნგრეთის ხელისუფლებამ ავტობუსები გამოუყო ლტოლვილებს, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში უნგრეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ავსტრიას, გერმანიასა და უნგრეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ლტოლვილებს მიეცეთ უნგრეთის ტერიტორიის გადაკვეთისა და დასავლეთისკენ გზის გაგრძელების უფლება. მანამდე ბუდაპეშტი უარს ამბობდა საკუთარი საზღვრების გავლით მათ გატარებაზე და აცხადებდა, რომ, ევროკავშირის წესებით, ლტოლვილები ვალდებული არიან, რეგისტრაცია გაიარონ. მიმდინარე წლის დამდეგიდან 140 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა უნგრეთში სერბიის ტერიტორიის გავლით. ბუდაპეშტმა მიგრანტთა ტალღის შესაჩერებლად 3,5-მეტრიანი კედლის მშენებლობა დაიწყო სერბიის საზღვრის გასწვრივ.

XS
SM
MD
LG