Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი: სარეკორდო რაოდენობის ლტოლვილების გერმანიაში შემოსვლა ქვეყანას „შეცვლის“


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ მიგრანტთა სარეკორდო რაოდენობის შესვლა ევროპის ეკონომიკურად უდიდეს ქვეყანაში, შეცვლის გერმანიას, რომელიც ბევრისთვის უცხოეთში, “იმედის“ადგილია. რაც ახლა ხდება, არის ის, რითაც მომავალ წლებში ჩვენი ქვეყანა დაკავდება და შეცვლის მას. ეს მერკელმა განაცხადა მას მერე, რაც მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას გერმანიაში ოცი ათასი ლტოლვილი ჩავიდა. მერკელმა დასძინა, რომ გვსურს ეს ცვლილება იყოს დადებითი და გვჯერა, ამას მოვახერხებთო. მერკელის თანახმად, სოლიდარობის სცენები, რომლებიც ხდებოდა გერმანიის სარკინიგზო სადგურებზე, სადაც სირიელ ლტოლვილების ოჯახებს და ეგებებოდნენ გერმანელები, ამაღელვებელი და "სუნთქვის შემკვრელი"იყო. მერკელის თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ლტოლვილები, მხოლოდ საერთო ევროპული სოლიდარობით დავძლევთ ამ გამოწვევასო. გერმანია წელს მოელის 800 ათას ლტოლვილს, ოთხჯერ მეტს, ვიდრე შარშან. კანცლერის თქმით, ეს, მის ქვეყანას დამატებით ათი მილიარდი ევრო დაუჯდება.

XS
SM
MD
LG