Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო თავდასხმისას ავღანეთის 11 პოლიციელი მოკლეს


ავღანეთის ოფიციალური ცნობით, ჰელმანდის პროვინციაში საჰაერო თავდასხმისას პოლიციის 11 ოფიცერი მოკლეს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო წარმომადგენელმა თქვა, რომ 6 სექტემბრის თავდასხმა ნატომ განახორციელა. ალინსმა განაცხადებით, მას იმ დღეს რეგიონში საჰაერო ოპერაცია არ განუხორციელებია. ერთი ოფიცრის ცნობით, თავდასხმა მოხდა, როცა ნარკოტიკებით კონტრაბანდისტების დაკავების ოპერაცია ტარდებოდა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილოების ოთხი თანაშრომელი დაიჭრა. ავღანეთი ოპიუმის უდიდესი მწარმოებელია.

XS
SM
MD
LG