Accessibility links

გაერო ახალ მონაცემებს აქვეყნებს დანაკარგებზე უკრაინის კონფლიქტში


გაეროს თანახმად სულ მცირე 7.962 კაცი დაიღუპა და 17.811 დაიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი კონფლიქტის განმავლობაში. ეს მონაცემები სავარაუდოა და რეალური ციფრი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის 8 სექტემბრის განცხადებაში. უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის საომარი დაპირისპირება დონბასში 2014 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. მხარეებს შორის ამა წლის თებერვალში მინსკში ხელმოწერელი სამშვიდობო შეთანხმება რეგულარულად ირღვევა.

XS
SM
MD
LG