Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატები შეძლებენ დაბლოკონ კენჭისყრა ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ამერიკელი კანონმდებლები ვერ შეძლებენ დაბლოკონ შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის მომავლის თაობაზე, რომელიც მიღწეული იყო ივლისში ექვსი ქვეყნისა და ირანის მოლაპარაკებების შედეგად. ამის შესახებ ცნობილი გახდა სამშაბათს, მას შემდეგ, რაც კიდევ ოთხმა დემოკრატმა სენატორმა შეთანხმების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. შედეგად 42 დემოკრატი სენატორი მხარს დაუჭერს ირანთან შეთანხმებას, რომელიც, როგორც ამ შეთანხმების კრიტიკოსები ამბობენ, აკანონებს ირანის ბირთვულ პროგრამას და არ ზღუდავს ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოებას. ირანთან შეთანხმების მომხრეთა სიაში ორმოცზე მეტი სენატორის თავმოყრა ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს დაბლოკოს სენატის რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს ამ შეთანხმებას. სამშაბათს კონგრესში დაიწყო ირანთან შეთანხმების განხილვა. ორივე პალატის რესპუბლიკელები ერთსულოვნად გამოდიან შეთანხმების წინააღმდეგ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათ უკან უმრავლესობა დგას, მათ არ ყოფნით ხმები იმისათვის, რომ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რომელსაც ბარაკ ობამა ჰპირდება. ექვსი ქვეყნისა და ირანის შეთანხმების თანახმად, ათწლეულის განმავლობაში ირანი მკვეთრად შეამცირებს თავის ბირთვულ პროგრამას მის მიმართ დაწესებული სანქციების თანმიმდევრული გაუქმების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG