Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელებმა შეცვალეს გეგმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით


აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელთა ლიდერებმა კონსერვატიულად განწყობილი კანონმდებლების ძლიერი ზეწოლის შედეგად, შეცვალეს თავიანთი პირვანდელი გეგმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დაგეგმილი კენჭისყრის თაობაზე. რესპუბლიკელთა კონსერვატიული ფრთა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, აცხადებს, რომ თეთრმა სახლმა არ შეასრულა პირობა, რომელიც შეთანხმების თაობაზე კონგრესისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობდა. გარიგების საწინააღმდეგო რეზოლუციაზე კონგრესი ერთის ნაცვლად სამ კენჭისყრას ჩაატარებს. პირველი კენჭისყრა 9 სექტემბრის ნაცვლად 10 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG