Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვს თავისუფლების პრემია მიანიჭეს


ბორის ნემცოვს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში მოკლეს მოსკოვში, სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს ამერიკის თავისუფლების პრემია 2015. ამის თაობაზე აღნიშნულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ტვიტერის გვერდზე. ნემცოვს პრემია მიანიჭეს „სიცოცხლისთვის, რომელიც მიუძღვნა ბრძოლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობისათვის რუსეთში, ვლადიმირ პუტინის დროს.“ დაჯილდოების ცერემონია 9 სექტემბერს გაიმართა ვაშინგტონში. ნემცოვის სახელით პრემია მიიღო მისმა მეგობარმა, პარტია „პარნასის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსმა. ცერემონიაზე მან განაცხადა, რომ ბორის ნემცოვი ყოველთვის ამბობდა იმას, რისიც სჯეროდა და ყოველთვის აკეთებდა იმას, რასაც ამბობდა. ის არასდროს ღალატობდა თავის პრინციპებსა და მეგობრებს და თავის ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არასდროს აყენებდა. ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსის აზრით, ნემცოვი იქნებოდა საუკეთესო პრეზიდენტი მათ შორის, რომელიც ქვეყანას ჰყოლია.

XS
SM
MD
LG