Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი


დღეს დილიდან გაიხსნა 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოძრაობა შესაძლებელია თამარაშვილის ქუჩიდან ხილიანის ქუჩის მიმართულებით, ასევე - პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე. მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად. რაც შეეხება გზის დანარჩენ, პოლიციის შენობიდან გმირთა მოედნამდე მიმავალ გზას, იქ კვლავ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, როგორც თბილისის მერმა გუშინ სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

XS
SM
MD
LG