Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა დაიწყო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში


ახალი სასწავლო წელი დაიწყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიას სტუმრობდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, სტუდენტებს და პედაგოგებს. ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში, რომელიც წელს აშენდა. „თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, პირველ ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ განათლებაზე, რადგან განათლებული თაობის გარეშე წინსვლა და განვითარება შეუძლებელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გაარემონტა ათასამდე სკოლა, მოსწავლეები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოებს და კომპიუტერებს და 60 000 ბავშვისთვის ტრანსპორტი უფასოა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშობლებს აძლევს თანხის დაზოგვის საშუალებას.

XS
SM
MD
LG