Accessibility links

საქსტატი: იანვარ-აგვისტოში 14%-ით შემცირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა


ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიონ 395 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობითვე, ექსპორტი 24%-ით, იმპორტი კი 10%-ითაა შემცირებული. წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54% შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ამსახველ დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 21 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG